07:49 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 13:35:39, 1515 ნახვა

მსოფლიო
გერმანია საფრანგეთთან საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს

გერმანია ნიცაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ საფრანგეთთან საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი გერმანიის ფედერალურ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც სააგენტო წერს, გერმანია უსაფრთხოების ზომებს აეროპორტებში, ასევე ავტომაგისტრალებზე და სარკინიგზო გადასასვლელებზე გაამკაცრებს.

მედიის ცნობით, უსაფრთხოების გამკაცრება ფრანგულ მხარესთან შეთანხმებით მოხდება.

"საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, ფედერალური პოლიცია საფრანგეთთან სასაზღვრო გადასასვლელებზე კონტროლს ამკაცრებს", - ნათქვამია გერმანიის პოლიციის განცახდებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც. მედიის ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავებულია, 18 მათგანი კი კრიტიკულ მდგომაროებაშია.  მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics