|
2016-07-12 17:31:54, 920 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზები აღდგენილია
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ სურმანიძე, გარემოს დაცვის სამმართველოს და საგზაო დეპარატმენტის ხელმძღვანელები აჭარის მთავრობის აპარატის უფროსთან ერთად ქედაში, სოფელ ჯალაბაშვილებში, სტიქიის შედეგებს გაეცნენ. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოფელ ჯალაბაშვილებში დამეწყირილი გზა გაწმენდილია. გზის გაწმენდაზე ორი ტრაქტორი და ერთი სატვირთო მანქანა მუშაობდა, რომელმაც გზა ქვა-ღორღით გაამაგრა. დამატებით ჩატარდება ფერდსამაგრი სამუშაოები, რომელიც გზის მეწყერსაშიშ მონაკვეთს საბოლოოდ გაამაგრებს. „აღდგენითი სამუშაოების პარალელურად, დღესვე ქედის მუნიციპალიტეტის ხარაულა-ჯალაბაშვილების მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი და მიმდინარეობს სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოები. უახლოეს პერიოდში სოფელს განმეორებით ეწვევა მუდმივმოქმედი კომისია, ჩატარდება გეოლოგიური კვლევა მეწყერსაშიშ ზონებში მცხოვრები ოჯახებისთვის“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში. საბოლოო მონაცემებით, სტიქიის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტი 86 ათას ლარით დაზარალდა.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)