|
2016-06-16 16:48:05, 887 ნახვა
რეგიონი
ურეკის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ურეკის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის, ასევე კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ახორციელებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ორივე ობიექტზე არსებულ ვითარებას გაეცნო. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 78 მილიონ ლარზე მეტია. სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოხდება ურეკის წყალმომარაგებისა და წყალარინების სატუმბი სადგურების, რეზერვუარებისა და ქსელების მოწყობა, ასევე კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. „აღსანიშნავია, რომ ურეკში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ, კი ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ხოლო, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის შედეგად, შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება“, - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)