09:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 11:34:37, 922 ნახვა

სამართალი
მსჯავრდებულისთვის აკრძალული საგნის გადაცემის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული პირისთვის აკრძალული საგნის, კერძოდ, მობილური ტელეფონის გადაცემის მცდელობისთვის მოქალაქე დააკავა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია მოქალაქე ა.კ, რომელიც მობილური ტელეფონის გადაცემას, ამანათის სახით, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული, მისი ახლობელი მსჯავრდებულისთვის  - ე.ლ-სთვის ცდილობდა.

„საამანათო განყოფილებაში შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ გამორთულ მდგომარეობაში მობილური ტელეფონი  ე.ლ.-სთვის განკუთვნილ ტანსაცმელში იყო გახვეული.

საქმეზე გამოძიება სსკ-ს 19-3781 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო აწარმოებს“, - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics