|
2016-06-04 21:50:51, 779 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორს შეხვდა
პოლონეთში მიმდინარე ვროცლავის გლობალური ფორუმის ფარგლებში თინათინ ხიდაშელმა ორმხრივი შეხვედრები გამართა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ამერიკელ სენატორ ჯო მანჩინს და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლებს ტედ პოსა და ჯან შაკოვსკის შეხვდა. ამერიკელ კონგრესმენებთან და სენატორთან საუბრის მთავარი თემები აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორისგან თავდაცვისუნარიანობის სფეროში დახმარების გაზრდა იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ივლისში ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოს მოლოდინების განხილვას. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ამერიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან შეხვედრების მიზანი მაქსიმალური პოლიტიკური მხარდაჭერის მიღება და არსებული მხარდაჭერის განმტკიცებაა. თინათინ ხიდაშელმა პოლონეთში ვიზიტი დაასრულა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. თავდაცვის მინისტრი ვარშავის სამიტამდე ნატოს წევრ ქვეყნებში ვიზიტებს განაახლებს. ავღანეთის შემდეგ ის ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატის შეხვედრების გარდა დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის სტუმრობა გაეროს შტაბ-ბინაში, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. ვარშავის სამიტის მოლოდინებსა და საქართველოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი საფრანგეთში, ფრანგ კოლეგასთან - ჟან-ივ ლე დრიანთან ისაუბრებს. ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში ვიზიტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში სტუმრობით დაასრულებს, სადაც 14-15 ივნისს ნატოს თავდაცვის მინისტერიალია დაგეგმილი.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)