|
2015-02-26 16:54:06, 624 ნახვა
საზოგადოება
მედიაციის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეფერირების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით, თბილისში, მედიაციის სახლში, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეფერირების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესში არსებული მდგომარეობა განიხილეს. სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა პრაქტიკაში გამოვლენილი სირთულეებისა და გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრას ევროკავშირის პროექტის ექსპერტი რანდელ ბაროუზი დაესწრო, რომელიც აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში და შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი რეკომენდაციები გააცნო. შეხვედრას მოდერაცია გაუწიეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ და განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერმა ლადო ჯავახიშვილმა. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა 14 წელს მიუღწეველ პირთა მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - რა რეაგირება უნდა მოხდეს სხვადასხვა უწყების მხრიდან; როგორ უნდა მოხდეს განრიდებულ არასრულწლოვანთა რეფერირება ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში; ასევე შეხვედრაზე განიხილეს სამტრედიის #15 საჯარო სკოლაში (ე.წ. სკოლა-პანსიონის) არსებული ვითარება და სხვა საკითხები. გარდა ამისა, შეხვედრაზე უწყებებს შორის ჩამოყალიბდა ხედვები და დაისახა სამომავლო სამოქმედო გეგმები. შეხვედრას პრობაციის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს მთავარი პროკურატურის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის პროექტის “სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში”, UNICEF - გაეროს ბავშვთა ფონდის, PH-International-ის, GIP-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)