23:48 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 11:48:01, 1110 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

მთავრობასა და ბიზნესს შორის კონსულტაციები გრძელდება. ბიზნეს ასოციაციასთან შეხვედრის შემდეგ, დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შეხვედრა გამართა ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი - ნავთობპროდუქტების სექტორის წარმომადგენლებთან.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს დარგის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც უკავშირდება ბუნებრივი დანაკარგების შესახებ კანონის მიღებას, ასევე ახალი ინიციატივები დარგში აღრიცხვიანობის მოწესრიგების, პროცედურების გამარტივების მიმართულებით. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოისმინეს ის შენიშვნები და წინადადებები, რომელიც ამ კუთხით აქვთ ნავთობიმპორტიორებს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ნავთობპროდუქტების სექტორი მნიშნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის და სახელმწიფო ბიუჯეტში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელია, ამდენად აუცილებელია, გადაწყვეტილებების მიღების დროს ერთის მხრივ, გათვალისწინებული იყოს ბიზნესის ინტერესები, მეორეს მხრივ, დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics