|
2016-05-26 11:41:12, 1198 ნახვა
კომენტარი
ლიტვის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ლიტველი ხალხის სახელით საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი მიულოცა. როგორც ლიტვის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველომ ბოლო 25 წლის განმავლობაში დასავლური ერების საზოგადოებისკენ მიმავალი გრძელი გზა გაიარა. "საერთო ღირებულებებმა, თავისუფლების სიყვარულმა და დემოკრატიულმა არჩევანმა გადააქცია საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად. ლიტვა გააგრძელებს ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში პარტნიორებთან და მოკავშირეებთან საქართველოს მჭიდრო კავშირების აქტიურ მხარდაჭერას. ვუსურვებ თქვენს ქვეყანას ერთიანობას და კონსოლიდაციას თავისი არჩევანისკენ მიმავალ გზაზე, რაც წარმატებულ უსაფრთხო ევროპული სახელმწიფოს შენებას გულისხმობს”, - ნათქვამია ლიტვის პრეზიდენტის განცხადებაში. დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს წარმატება, კეთილდღეობა და მშვიდობა უსურვა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)