|
2016-05-24 12:24:26, 779 ნახვა
სამხედრო
აშშ-ისა და ლატვიის ორკესტრებმა გორში კონცერტი გამართეს
ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებისა და ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნულმა ორკესტრებმა გორში კონცერტი გამართეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტს ადგილობრივი მოსახლეობა, V ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ოჯახის წევრებთან ერთად, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრები დაესწრნენ. უცხოური ბენდები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სტუმრობენ. ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნული ორკესტრი 1991 წლის დეკემბერში დაფუძნდა, როდესაც მუსიკოსების ჯგუფმა მოამზადა კონცერტი, რომელმაც ლატვიის კულტურის მინისტრის რაიმონდ პაულსის მაღალი შეფასება დაიმსახურა.1992 წლის 3 იანვარს ბენდმა რეგულარული რეპეტიციები დაიწყო და პროფესიულად სულ უფრო გაიზარდა. დღეს ბენდი მუსიკალურ აკომპანირებას უწევს ლატვიის პრეზიდენტს და სხვა მაღალი რანგის პირებს, ასევე მონაწილეობს სხვადასხვა სამხედრო ცერემონიებსა თუ აღლუმებში, სატელევიზიო პროგრამებში, სიმღერისა და ცეკვის ფესტივალებში და მუსიკალურ არანჟირებას უწევს ლატვიის მასშტაბით სხვადასხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებს. ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ორკესტრი კი მუსიკალურ საქმიანობას ევროპაში, აფრიკასა დ სამხრეთ-დასავლეთ აზიაში ეწევა. ბენდი მუსიკალურად აფორმებს ევროპასა და აფრიკაში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების შტაბში, ასევე ევროპისა და ამერიკის კონტინენტებზე განხორციელებულ სახელმწიფო ვიზიტებს. მონაწილეობს სამხედრო აღლუმებსა და სხვა ოფიციალურ ღონისძიებებში. ორკესტრს ისტორიული გამოსვლები ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ნატოს პარტნიორ ქვეყნებში ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში. ბენდის რეპერტუარის დიდი ნაწილი მოიცავს ამერიკულ მარშის მუსიკას, ასევე ბროდვეის მელოდიებს, კინომუსიკას, ამერიკულ ჯაზს.
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)