23:28 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-14 13:16:34, 1372 ნახვა

მსოფლიო
“ისლამურმა სახელმწიფომ” "დედაქალაქ რაქაში" საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

“ისლამურმა სახელმწიფომ” ე.წ. დედაქალაქ რაქაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, - ამის შეახებ Interfax-ი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურებზე დაყრდნობით იუწყება. 

მედიის ინფორმაციით, ექსტრემისტი მებრძოლები ხანგრძლივი ალყისთვის ემზადებიან. ჯიჰადისტები საჰაერო ძალების მიერ პოტენციური სამიზნეების შენიღბვასა და დაცვას ცდილობენ. 

სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენელის ტაჯირ კობანის ინფორმაციით, ისინი რაქას დასაბრუნებლად გეგმის შემუშავებას ცდილობენ.

აშშ-ის შეიარაღებული ძალები დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ადგილსამყოფელს ვერ ადასტურებენ. ამერიკის თავდაცვის უწყების განმარტებით, ისლამისტთა ლიდერი, შესაძლოა, თვითგამოცხადებულ დედაქალაქში ან მის მახლობლად არ იმყოფებოდეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics