22:23 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 11:35:09, 1203 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ლტოლვილთა ბანაკში 30 ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა

თურქეთში სირიელ ლტოლვილთა ბანაკში 30 ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Telegraph და თურქული მედია იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, გაზიანტეპის პროვინციის ნიზიპის ბანაკში ძალადობის მსხვერპლი 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები გახდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, სექსუალურ ძალადობაში 29 წლის ეჭვმიტანილი ბანაკში დამლაგებლად მუშაობდა. ის 2015 წლის სექტემბერში დააკავეს.

The Telegraph-ი გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ მამაკაცი 3 თვის განმავლობაში ახორციელებდა სექსუალურ ძალადობას ბავშვების მიმართ, სანაცვლოდ კი მათ 0,5-1.5 დოლარს სთავაზობდა. ბრალდებულს 289 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 8 ბავშვის ოჯახმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა, დანარჩენმა მშობლებმა კი უარი თქვეს სამართალდამცველებისთვის მიმართვაზე, რადგან შიშობენ, რომ ლტოლვილის სტატუსს დაკარგავენ.

ცნობისთვის, ნიზიპის ლტოლვილთა ბანაკში 14 000 სირიელი ცხოვრობს. ეს სწორედ ის ბანაკია, სადაც გასულ თვეს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი იმყოფებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics