|
2016-05-12 17:07:30, 972 ნახვა
სხვადასხვა
ჰაერის დაბინძურების გამო ყოველწლიურად მსოფლიოში 7 მილიონი ადამიანი იღუპება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების გამო ყოველწლიურად მსოფლიოში შვიდი მილიონი ადამიანი იღუპება. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიოს ქალაქებში მცხოვრები ადამიანების 80%-ზე მეტი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს. დაბინძურებული ჰაერის შედეგად პრობლემებს მსოფლიო ქვეყნების უმეტესი ნაწილის მოსახლეობა განიცდის, თუმცა განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა ღარიბ ქვეყნებში დგას. ცნობისთვის, ყველაზე დაბინძურებული 30 ქალაქს შორის ინდოეთის 16 ქალაქი მოხვდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიაციის მონაცემებით, 2008-დან 2013 წლამდე მსოფლიოში, ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია 8% გაიზარდა. მსოფლიოში ყველაზე მეტად ნიგერიის ქალაქი ონიტშაა დაბინძურებული, სადაც ჰაერში მიკროელემენტების კონცენტრაციის დონემ ერთ კუბურ მეტრში 600 მიკროგრამი შეადგინა. ცნობისთვის, მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ ქალაქებს შორის არიან დელი, კაირო და დაკა. უკეთესი მდგომარეობა ევროპისა და აშშ-ის ქალაქებშია. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე ევროპული და ამერიკული ქალაქების უმეტესობა “მწვანე ზონაში” მდებარეობს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)