|
2016-05-10 17:18:33, 1001 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის ა/რ მთავრობაში კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობის პროექტის ფარგლებში პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიუირ რესპუბლიკის მთავრობაში სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოსა“ და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN), მეორე მხრივ კი სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოსა“ და კავშირ-ასოციაცია „აგორას“ შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ხელშეკრულების თანახმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, კერძოდ მისი სტრუქტურული ერთეული სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტო“ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელ CENN -თან, საქართველოს ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან და კავშირ-ასოციაცია „აგორასთან“ მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობით იწყებს ზუგდიდის რაიონის სოფ.რუხში „კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობის“ პროექტის განხოციელებას. კოლხური ბზის საბაზისო სანერგის მოწყობა კონსერვაციისა და მომავალი აღდგენის მიზნებს ემსახურება. აქ გამოყვანილი ნერგების ნაწილი უფასოდ გადაეცემათ თვითმმართველობებს, საჯარო სკოლებსა და საპატრიარქოს ეპარქიებს, ასევე, მცირე სანერგეების განვითარებისათვის და შეიქმნება საფუძველი დაზიანებული ბზის უნიკალური კორომების აღდგენის პროცესის დასაწყებად. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია, ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი ნათია იორდანიშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეტარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, „აგორას“ აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ სვანიძე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის წარმომდგენელი - ოთარ კონჯარია, პროექტის ექსპერტი ნინო ხორხელაური.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)