|
2016-05-07 11:22:24, 1183 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში სამდღიანი საყოველთაო გაფიცვა დაიწყო
საბერძნეთში სამდღიანი საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მთავრობის ეკონომიის ზომებს აპროტესტებენ. საერთაშორისო კრედიტორების - ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ კრედიტის გამოყოფის სანაცვლოდ, ქვეყანაში საპენსიო და საგადასახადო რეფორმები უნდა განხორციელდეს. კერძოდ, იგეგმება პენსიის დარიცხვის სისტემის გადახედვა და გადასახადების გაზრდა. საერთაშორისო კრედიტორები უკმაყოფილოები არიან საბერძნეთის რეფორმების ტემპებით, რის გამოც მოლაპარაკებები ათენთან ჩიხში შევიდა და ქვეყანამ 5 მილიარდი ევროს ოდენობის მორიგი ტრანში ვერ მიიღო. მედია საშუალების ინფორმაციით, 6 მაისს საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში ათენში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა. დედაქალაქის მეტროს, ტრამვაისა და ავტობუსის დეპოს, სარკინიგზო კომპანიების თანამშრომლებმა მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვეს. მთელი ქვეყნის ფარგლებში შეწყვეტილია სარკინიგზი მიმოსვლა, კუნძულებთან დამაკავშირებელი ხომალდები და ბორნები პორტებიდან არ გავიდა. განრიგის მიხედვით ხორციელდება რეისები. საბერძნეთის აეროპორტის თანამშრომლებმა საკუთარი გაფიცვა აპრილში გამართეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)