02:46 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 12:32:57, 615 ნახვა

საზოგადოება
2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, 2002 წლის მონაცემებთან შედარებით, მოსახლეობის საშუალო ასაკი 2 წლით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეოობის 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, 2002 წლის აღწერის  მონაცემებთან შედარებით, მოსახლეობის საშუალო ასაკი 2 წლით გაიზარდა და 38,1 წელი შეადგინა.

შესაბამისად,  გაიზარდა მამაკაცთა საშუალო ასაკი 34,3 წლიდან 35,9 წლამდე, ხოლო ქალების - 37,8 წლიდან 40,1 წლამდე. რეგიონულ ჭრილში ყველაზე დაბალი საშუალო ასაკი დაფიქსირდა ქვემო ქართლის (35,6 წელი), ხოლო ყველაზე მაღალი-რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (48,2 წელი).

საქართველოს მოსახლეობის აღწერა  2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

საქსტატის ინფორმაციით, აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82%. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების 79%-ში, მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3724 დასახლება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics