|
2016-04-19 16:05:33, 545 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: თბილისში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, თურქეთის უდიდესი ქალაქის გამოცდილება განსაკუთრებით საინტერესოა
თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით სტამბოლში იმყოფება, სადაც ქალაქ სტამბოლის მეტროპოლიის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებს ხვდება და სამსახურების მუშაობას ეცნობა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ შეხვედრები გამართა ქალაქ სტამბოლის ურბანული დაგეგმარებისა დ განვითარების, სატრანსპორტო მართვის, სერვისებისა და საინვესტიციო, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელობებთან. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სტამბოლის არქიტექტურასა და ურბანულ დაგეგმარებაზე, ასევე, სატრანსპორტო სისტემასა და მოძრაობის კოორდინაციის მართვაზე. დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში ამ კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, სტამბოლის, როგორც თურქეთის უდიდესი ქალაქის გამოცდილება განსაკუთრებით საინტერესოა. თბილისის მერის ვიზიტი სტამბოლში დღეს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)