|
2016-04-15 13:53:25, 531 ნახვა
საზოგადოება
მუმბაიში კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი უკვე მეორე დღეა ინდოეთის კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქეთევან ბოჭორიშვილმა გუშინ და დღეს 25 ინდურ კინომწარმოებელ კომპანიას გააცნო კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი, რომლის ფარგლებში დანერგილია ე. წ cash rebate მექანიზმი, რომელიც კინომწარმოებლის მიერ საქართველოში დახარჯული ბიუჯეტიდან კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე ანაზღაურებას გულისხმობს. აღნიშნული კომპანიები წარმოადგენენ მსხვილ ინდურ კომპანიებს, რომელთა ბიუჯეტი 100 მილიონ დოლარს აღემატება და წელიწადის განმავლობაში მინიმუმ 4-5 ფილმს იღებენ. მინისტრის მოადგილე ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში ინდოელ რეჟისორს ვარუნ ბაჯაჯსაც შეხვდა და დეტალურად განიხილა კინოგადაღების კუთხით საქართველოში არსებული პოტენციალი და კინომწარმოებლებისთვის ხელსაყრელი გარემო. ქართული მხარის შეხვედრები ინდურ ბაზარზე მოქმედ კინომწარმოებლებსა და საპროდიუსერო კომპანიებთან, რომელშიც ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მრჩეველი, დავით პიპინაშვილიც იღებს მონაწილეობას, ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარების მიზნით უმნიშვნელოვანესია. სტატისტიკურად ბოლივუდში წლის განმავლობაში 500 ფილმის გადაღება ხდება, ხოლო მთლიანად ქვეყნის მასშტაბით 3000 ფილმი იწარმოება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)