01:00 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 11:51:40, 511 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მრავალწლოვანი კულტურების ფართობები 24 ათასი ჰექტარით გაიზარდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,   მრავალწლოვანი კულტურების (ხეხილი, ციტრუსი, ვაზი, ჩაი, თხილი) ფართობების რაოდენობამ,   2015 წლის მონაცემებით, 226,143 ჰექტარი შეადგენა, რაც წინა წლების მაჩვენებელს 24 ათასი ჰექტართი აღემატება.

უწყების ცნობით, მრავალწლოვანი კულტურების (ძირითადად, თხილი, ვაზი, ხეხილი) ზრდის ტენდენცია განსაკუთრებით აღსანიშნავია კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის,  იმერეთის, შიდა ქართლისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში.   

„მრავალწლოვანი კულტურების ფართობების ზრდის ტენდენცია მნიშვნელოვნად განაპირობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულმა პროექტმა -  „დანერგე მომავალი“, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. აღნიშნული პროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანობის გაზრდა მრავალწლიანი კულტურების გაშენების გზით, რაც იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებასა და  საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას იძლევა“, - აცხადებენ სამინისტროში.

პროექტი „დანერგე მომავალი“  ორი კომპონენტისგან - ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების თანადაფინანსება  - შედგება. ბაღების კომპონენტში ბენეფიციარს შეუძლია მიიღოს სახელმწიფო თანადაფინანსება, რომელიც  ნერგების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემების 50%-ს, ხოლო სანერგე მეურნეობის კომპონენტში კი, პროექტის ღირებულების 50%-ს შეადგენს. პროქეტით უკვე 213-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics