|
2016-04-14 16:31:30, 604 ნახვა
საზოგადოება
აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ელსას შორის მემორანდუმი გაფორმდა
აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ბიურო იღებს ვალდებულებას ელსას წევრ 20 სტუდენტს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობენ, 5 დღიანი ტრენინგი ჩაუტაროს. სტუდენტები აღსრულების ეროვნულ ბიუროში ზოგად კურსს აღსრულების სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში 18-დან 22 აპრილამდე გაივლიან. პროექტის ამოცანაა, სტუდენტებმა მიიღონ ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. სემინარის ფარგლებში ისინი გაეცნობიან საქართველოს სააღსრულებო სისტემას; აღსრულების ორგანოების სტრუქტურას, მათ სამართლებრივ სტატუსსა და კომპეტენციას; სააღსრულებო წარმოების მონაწილეებს და მათ სამართლებრივ მდგომარეობას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; აღსრულების შედეგებს. გაიმართება დისკუსიები და განიხილება რეალური შემთხვევები. მათ ექნებათ შესაძლებლობა პირადად დაესწრონ სააღსრულებო წარმოების გარკვეულ ეტაპებს. მომავალი იურისტები ასევე მოისმენენ პრეზენტაციებს იძულებითი აუქციონის, მოვალეთა რეესტრის, ელექტრონული აღსრულების, ფაქტების კონსტანტაციის შესახებ. პროექტის მიზანია სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა. ტრენინგებს სააღსრულებო თემატიკაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები გაუძღვებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)