|
2016-04-14 13:34:05, 747 ნახვა
სამართალი
ევროპის საბჭო თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას მნიშვნელოვან ნოვაციად მიიჩნევს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ამოქმედება მნიშვნელოვან ნოვაციას წარმოადგენს და ეს დაწესებულება მსჯავრდებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაციის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, - აღნიშნულია ევროპის საბჭოს ანგარიშში „ციხეების გადატვირთულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია იმ დადებით ტენდენციებზე, რომელიც საქართველოსთან მიმართებით გამოიკვეთა. პოზიტიური შედეგები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებული რეფორმისა და სწორი სტრატეგიული ხედვის შედეგია. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, რომელიც 2014 წლის ივნისიდან ფუნქციონირებს, განთავსებულნი არიან მსჯავრდებულები, რომლებსაც ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების შეზღუდვით შეეცვალათ. 2017 წლის იანვრიდან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, ასევე, განთავსდებიან პირები, ვისაც თავისუფლების შეზღუდვას სასამართლო შეუფარდებს. დაწესებულების ძირითად მიზანს მსჯავრდებულის საზოგადოებაში რეინტეგრაცია, რეაბილიტაცია და გათავისუფლებისთვის მომზადება წარმოადგენს. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულს შეუძლია დასაქმდეს და თანხა გამოიმუშავოს. დაწესებულებაში განთავსებულ პირებს შეზღუდული არ აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობისა და ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება. ამასთან, ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, მათ შესაძლებლობა აქვთ შაბათ-კვირას დატოვონ დაწესებულების ტერიტორია და ოჯახებში წავიდნენ. 2015 წლის იანვარში თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სოციალური საწარმო გაიხსნა. პროექტი პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. მოეწყო ხის გადამამუშავებელი საამქრო, სადაც 2 წლის განმავლობაში, 6 თვიანი შუალედით, სულ მცირე 25 ყოფილი ნარკომომხმარებელი პრობაციონერი, პოტენციური მიგრანტი და ემიგრანტი დასაქმდება. დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე, ფუნქციონირებს პურის საცხობი და მაკარონის საწარმო, სადაც თავისუფლებაშეზღუდული პირები არიან დასაქმებულნი. სამუშაოზე მათი შერჩევა წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით განხორციელდა. ამ საწარმოებში დამზადებული პროდუქციის რეალიზება პენიტენციურ დაწესებულებებში ხდება. პურის საცხობ საწარმოში დღეში 10 ათასი პურის გამოცხობაა შესაძლებელი. მასში დასაქმებულია 8 მსაჯვრდებული, რომელთა ხელფასი დღეში 17,5 ლარია. მაკარონისა და ვერმიშელის საწარმოშიც, ასევე, 8 მსჯავრდებულია დასაქმებული და მათი ყოველდღიური ანაზღაურება 15,5 ლარს შეადგენს. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსებულ პირს სრული შესაძლებლობა აქვს გაიაროს პროფესიული გადამზადება, აითვისოს ახალი პროფესია და საზოგადოებაში დაბრუნების შემდეგ, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს. ევროპის საბჭომ მიმდინარე წლის 13 აპრილს გამოაქვეყნა ანგარიში - „ციხეების გადატვირთულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, რომელიც ევროკავშირისა და ევროსაბჭოს თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მომზადდა. დოკუმენტში გაანალიზებულია სისხლის სამართლის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის კანონმდებლობა და პრაქტიკა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)