|
2016-04-14 11:53:27, 457 ნახვა
საზოგადოება
ლონდონში ინგლისურენოვანი კრებულის „საქართველოს ევროპული გზები“ პრეზენტაცია გაიმართა
ლონდონის ევროპის სახლში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამოცემული ინგლისურენოვანი კრებულის „საქართველოს ევროპული გზები“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა სიტყვით მიმართეს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, კრებულის შესახებ დეტალურად ისაუბრა მწერალმა და წიგნის რედაქტორმა ზურაბ ქარუმიძემ, რომელმაც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, ევროპული და ქართული კულტურის ისტორიულ პარალელებზე, ასევე, პოლიტიკურ-კულტურულ პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხა. პრეზენტაცია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. პროექტი “Where Europe Meets Asia: Georgia 25 - A Cultural Feast in London marking 25 Years since the Restoration of Georgia’s Independence” 11-დან 17 აპრილის ჩათვლით ლონდონის წიგნის ბაზრობის პარალელურად იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)