|
2016-04-11 13:48:22, 1306 ნახვა
კომენტარი
რატიანი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხთა სამეულიდან ტერიტორიული მთლიანობის გაქრობა საგანგაშოა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელ მდივან სერგო რატიანის განცხადებით, NDI-ს კვლევები ადასტურებს, რომ ქვეყნის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას ეკონომიკური კრიზისი წარმოადგენს. როგორც რატიანმა აღნიშნა, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ეკონომიკური კრიზისის სიმწვავის გამო, სამეულიდან ეროვნული პრობლემა - ტერიტორიული მთლიანობა გამქრალია. „მოსახლეობას ძალიან ზუსტად აქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მთავრობამ შექმნა, ამას გამოკითხულთა 81% ადასტურებს. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოკითხულთა 42% -ის აზრით მათი მდგომარეობა 2012 წლის შემდეგ გაუარესდა და 47%-ის აზრით კი სტაგნაციაა. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ეკონომიკური კრიზისის სიმწვავის გამო, სამეულიდან ნაციონალური პრობლემა- ტერიტორიული მთლიანობა გამქრალია“, - განაცხადა სერგო რატიანმა. ცნობისთვის, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია. კერძოდ, გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია, 35% - ფასების ზრდას/ინფლაციას, 30% - სიღარიბეს, 26% - პენსიებს, ხოლო გამოკითხულთა 23% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი ტერიტორიული მთლიანობაა. ამასთან, გამოკითხულთა 12%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რუსთთან ურთიერთობაა. კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)