|
2016-04-09 14:26:17, 531 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო. დავით ებრალიძემ 27 წლის წინ მომხდარი მოვლენები შეაფასა. „9 აპრილი ჩვენი უახლესი ისტორიის დიდი ძვრების და გაერთიანების დასაწყისი იყო. როგორც დიდ დღეებს შვენის, ამ დღესაც ჰყავს თავისი გმირები. 9 აპრილს გმირები დაეცნენ და ცხადია, ამ თვალსაზრისით, ეს დღე ტრაგიკულიც არის. თავდაცვის სამინისტრო პატივს მიაგებს 9 აპრილის გმირებს. ეს დღე ყოველთვის იქნება ღირსშესანიშნავი დღე ჩვენს უახლეს ისტორიაში“, - განაცხადა ებრალიძემ. ცნობისთვის, 27 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი მოიწამლა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)