02:53 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 21:08:20, 387 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი რუმინეთში ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში იონ ოპრიშორმს შეხვდა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის ძირითადი თემა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია იყო. მხარეებმა ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობასა და ნატოს ვარშავის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრეს.

„შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კერძოდ, უშიშროების საბჭოში. საქართველოს მსგავსად რუმინეთში და ბევრ ქვეყანაში, პრაქტიკულად, ყველგან პრეზიდენტი არის მთავარსარდალი და, შესაბამისად, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურა და ორგანო არის, სწორედ, უშიშროების საბჭო. ვარშავის სამიტზე, სწორედ, ისინი იქნებიან რუმინეთის წარმომადგენლები, ამიტომ, ბუნებრივია მნიშვნელოვანი იყო, გაგვეცვალა ინფორმაცია, გზავნილები, გვესაუბრა სტრატეგიებსა და ტაქტიკაზე, რომლითაც ვფიქრობთ, რომ მივიდეთ სამიტზე“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics