|
2016-04-07 20:45:27, 640 ნახვა
საზოგადოება
შპს „ტელეიმედმა“ შალვა რამიშვილთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა
შპს „ტელეიმედმა“ შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა, - ამის შესახებ „იმედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "შპს „ტელეიმედმა“ შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა. რაც შეეხება იმ სატელევიზიო პროდუქტებს, რომლებსაც ხსენებული კონტრაქტორი კომპანია “ტელეიმედისათვის” ამზადებდა და გადიოდა ეთერში, ვაცხადებთ, რომ არხი ინარჩუნებს ამ გადაცემებს და შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს", - ნათქვამია "ტელეიმედის" განცხადებაში. ცნობისთვის, შპს „აკორდი“ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „ილო ბეროშვილის შოუს“, პროექტს „ერთხელ საქართველოში“, ახალ სერიალს „2 გოგო“ ამზადებდა და ასევე, გადაცემა „პოლიტიკაში“ შალვა რამიშვილის მონაწილეობას უზრუნველყოფდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)