16:10 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 15:52:05, 1120 ნახვა

მსოფლიო
Amnesty International: მსოფლიოს მასშტაბით სიკვდილით დასჯის შემთხვევებმა იმატა

1989 წლიდან სიკდვილით დასჯის შემთხვევებმა მსოფლიოს მასშტაბით იმატა და მაქსიმუმს მიაღწია, - ამის შესახებ დასავლური მედია ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია Amnesty International-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც Amnesty International იტყობინება, 2015 წელს მსოფლიოს მასშტაბით 1634 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, რაც 2014 წელთან შედარებით 50%-ით მეტია.

სიკვდილით დასჯის საერთო რაოდენობის 89% წილი ირანზე, პაკისტანსა და საუდის არაბეთზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებში ჩინეთში სიკვდილით დასჯილთა რაოდენობა არ არის ასახული, რადგან ჩინეთის ხელისუფლება ამ ინფორმაციას საჯაროდ არ აქვეყნებს.

როგორც Amnesty International აცხადებს, იქ სავარაუდოდ ათასობით ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. მათივე თქმით, სიკვდილით დასჯაში ჩინეთი ლიდერობს.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელი იყო პირველი წელი როდესაც ძალიან ბევრ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა გაუქმდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics