|
2016-04-06 20:02:27, 555 ნახვა
საზოგადოება
ანა დოლიძე საჯარო მეტყველების კონკურსის ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო
„ბრიტანულ კუთხეში“ საჯარო მეტყველების მე-19 კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალურ ეტაპზე მონაწილეებმა საკონკურსო თემაზე პრეზენტაციები წარადგინეს. საკონკურსო თემა კი ასეთი იყო - „ყველაზე ადვილად ადამიანები მაშინ თმობენ ძალაუფლებას, როცა მიიჩნევენ, რომ მათ ის არ გააჩნიათ“. კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა ჟიურიმ, რომლის წევრებიც სხვებთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი იყვნენ. ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ მომავალ თაობებში ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია. მე-19 საჯარო მეტყველების კონკურსში პირველი ადგილის მფლობელი გუგა სუხიაშვილი გახდა, მეორე ადგილი ირაკლი ქორქიას, ხოლო, მესამე - ეთერ ჭუმბურიძეს ერგო. პირველი ადგილის მფლობელი საერთაშორისო ფინალში მონაწილეობის მისაღებად მაისში ლონდონში გაემგზავრება. საერთაშორისო ფინალში ინგლისურად მოლაპარაკეთა კავშირში გაერთიანებული 64 ქვეყნის საუკეთესო ორატორები მონაწილეობენ. ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (English Speaking Union) ლონდონში 1918 წელს დაარსდა. მას ინგლისის დედოფალი ელისაბედ II მფარველობს, პრეზიდენტი კი პრინცესა ანაა. საქართველო კავშირის წევრი 1998 წელს გახდა. პროექტის - კონკურსი საჯარო მეტყველებაში - ფარგლებში, ლონდონში საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა უკვე 34-მა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)