|
2016-04-06 16:21:42, 572 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ხადურმა ჰანს-დიტრიხ გენშერის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ჰანს-დიტრიხ გენშერის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. „ვიზიარებ გერმანელი ხალხის მწუხარებას ერთიანი გერმანიის ერთ-ერთი შემოქმედის, ქართველი ხალხის დიდი მეგობრის, თანამედროვეობის გამოჩენილი პოლიტიკოსისა და დიპლომატის, ჰანს-დიტრიხ გენშერის გარდაცვალების გამო. სწორედ ბატონი გენშერის დიდი დამსახურებაა გერმანიის გაერთიანება, ბერლინის კედლის დანგრევა - რაც ევროპის გაერთიანების მნიშვნელოვანი წინაპირობა გახდა. აგრეთვე დამოუკიდებელ საქართველოში უცხო ქვეყნის პირველი საელჩოს გახსნა, რაც კარგი და მისაბაძი მაგალითი აღმოჩნდა ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნებისთვის. ქედს ვიხრი ბატონი გენშერის ნათელი ხსოვნის წინაშე", - ნათქვამია მინისტრის სამძიმრის ჩანაწერში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)