|
2016-04-06 15:59:34, 514 ნახვა
საზოგადოება
პირველმა ლედიმ შშმ პირებთან ერთად ბოულინგის ტურნირში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დღეს, ბოულინგის ტურნირში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ფარგლებში გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტურნირი „ახალგაზრდული მედია კავშირის" ორგანიზებით ჩატარდა. მისი მიზანი შშმ პირთა აქტიური და დამოუკიდებელი ცხოვრების დემონსტრირება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და თანაბარი პირობების შექმნის ხელშეწყობაა. მაკა ჩიჩუამ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ასპარეზობაში წარმატება უსურვა. „ როდესაც ადამიანებს აქვთ შეზღუდული შესაძლებლობა და აქამდე თითქოს ცოტა გარიყულები იყვნენ, ახლა ასე აღარ არის და გიგანტური ნაბიჯებით მივდივართ წინ. მივხვდით, რომ ყველას შეგვიძლია ფანტასტიურად კარგი კომუნიკაცია და გვაქვს საშუალება, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი. „ახალგაზრდული მედია კავშირი" ყოველთვის ახერხებს სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორციელებას და მათი სლოგანი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ნამდვილად ამართლებს", - აღნიშნა მაკა ჩიჩუამ. გუნდები დაკომპლექტებული იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებისაგან, რომლებიც ასევე ეტლებით ასპარეზობდნენ. პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდებს შორის გამარჯვებული მაკა ჩიჩუას გუნდი გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)