|
2015-02-19 13:15:38, 756 ნახვა
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ ადეიშვილის ექსტრადირებაზე ოფიციალური უარი მიიღო
საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის აქსტრადირებასთან დაკავშირებით, საქართველომ უკრაინას მოთხოვნა ხელახლა გადაუგზავნა. მისივე თქმით, პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებაზე ოფიციალური უარი მიიღო, სააკაშვილის ექსტრადირებაზე კი პასუხი ჯერ არ მიუღია. "სააკაშვილზე პასუხი არ მიგვიღია. უკვე დიდი ხანია გასული, რაც შუამდგომლობა გავაგზავნეთ. მოხდა განმეორებითი მოთხოვნის გაგზავნაც. თუმცა, როგორც ჩანს, უკრაინის პროკურატურა არ აპირებს და არც თანამშრომლობს ექსტრადირებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურასთან მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ვალდებულებაა“,-განაცხადა შოთაძემ. მისივე თქმით, პროკურატურას აღნიშნული პირების ექსტრადირებისთვის სხვა მექანიზმი არ გააჩნია. „უკრაინა არის სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ არანაირი სხვა მექანიზმი არ გვაქვს, რათა აღნიშნული პირების ექსტრადირება მოვახდინოთ. მთლიანად დამოკიდებულები ვართ უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებზე. სწორედ მათი კომპეტენციაა, უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები. ჩვენ დამოკიდებულები ვართ უკრაინის პროკურატურაზე. საქართველოს პროკურატურამ თავისი ვალდებულებები და ინსტრუმენტები სრულად გამოიყენა. რაც შეეხება საკითხს, ვინ მუშაობს უკრაინის პროკურატურაში, ეს მარტივი და გასაგებია, თუ რატომ არ ხდება თანამშრომლობა ამ ეტაპზე. ფაქტია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის გაფორმებული, უკრაინა ვალდებულია, ძებნილი ბრალდებულების ექსტრადირების პროცესი დაიწყოს და ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)