11:01 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 12:59:15, 518 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინაში მაიდნის წლისთავს გიორგი მარგველაშვილი დაესწრება

კიევში მაიდნის წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიალში, რომელიც უკრაინის ხელისუფლების ორგანიზებით იმართება, საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა.

"ბატონი პრეზიდენტი მიემგზავრება უკრაინაში ერთი დღით, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს იმ ღონისძიებაში, რომელსაც გეგმავს უკრაინის ხელისუფლება“, - განაცხადა საგანელიძემ.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ოფიციალური მიწვევა უკვე მიიღო, თუმცა მის წასვლასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.    

ცნობისთვის, მაიდნის წლისთავი კიევში ხვალ, 20 თებერვალს აღინიშნება.  მზადება დღს საღამოდან დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics