23:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 17:01:46, 468 ნახვა

საზოგადოება
ისნის რაიონში გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

 

ისნის რაიონში ბეღლეთის, განთიადისა და  მარტყოფის (მე-2 შესახვევი) ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ძველი, ამორტიზირებული საგზაო საფარი ათეული წლების განმავლობაში არ შეკეთებულა.

მათივე ინფორმაციით, პროექტი ისნის რაიონის გამგეობის ინიციატივითა და ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება, რომელსაც შ.პ.ს. „ნიუ ქასთელ ქონთრაქშენ" აწარმოებს. სამუშაოების ფარგლებში, 9 400 კვ.მეტრ ფართობზე  იგება ასფალტის საფარი  და იცვლება ბორდიურები. საგზაო სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი  გაეცნო და მოსახლეობას გაესაუბრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics