23:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 15:07:23, 530 ნახვა

საზოგადოება
6 აპრილს „საბას" ახალი პროექტის „ხმოვანი წიგნები" პრეზენტაცია

6 აპრილს, 17:00 საათზე გაიმართება „საბას" ახალი პროექტის „ხმოვანი წიგნები" პრეზენტაცია.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია, რამდენიმე ასეული ხმოვანი წიგნით.

„საბას" ხმოვანი წიგნები სრულად იქნება ადაპტირებული უსინათლო ადამიანებზე, რომლებიც მათ საჩუქრად მიიღებენ.

ამასთან, ხმოვანი წიგნები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის. ეს იქნება ტექნოლოგიურად დახვეწილი, თანამედროვე სტადარტების მიხედვით შექმნილი ხმოვანი წიგნები. მათი მოსმენა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ მოწყობილობაში, ინტერნეტის გარეშე, აპლიკაციით Saba Reader.

პრეზენტაციაზე მოხდება „საბას" პირველი ხმოვანი წიგნის ჩაწერა - ღონისძიების სტუმარი თანამედროვე პოეტების მიერ წაკითხული ლექსების ანთოლოგია, რომელსაც ისინი ადგილზე ჩაწერენ.

პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდება.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics