|
2015-02-19 12:17:40, 564 ნახვა
პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი: დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ მოხდება, ზეგ შეიძლება მოხდეს
„დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ნამდვილად არ იქნება, ზეგ შეიძლება იყოს”, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით პროგრესი შეიმჩნევა. კერძოდ, ზაქარეიშვილის განცხადებით, ნატო-მ თავის თავზე აიღო პასუხიმგებლობა და უელსის სამიტზე ცალსახად ითქვა, რომ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდეს. „ვეთანხმები განცხადებას, დღეს და ხვალ საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში ნამდვილად არ იქნება, ზეგ შეიძლება იყოს. თუ კითხვაზე პასუხი გაინტერესებთ, ბუნებრივია ჯერ ჩვენ MAP-იც არ მიგვიღია. მაგალითად, ხორვატიას 8-9 წელი ჰქონდა MAP-ი. ალბანეთს 12 წელი. ყველაფერს თავისი პროცედურები აქვს. ჩვენ მივდივართ ნატოსკენ, გარდა ნატო-სი, სხვა სივრცეში საქართველო ვერ წარმომიდგენია. იდგმება ნაბიჯები, ყველა სამიტზე გვაქვს პროგრესი. ბოლო სამიტზე, უელსის სამიტზე, ცალსახად ითქვა, რომ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს. ანუ, თავის თავზე აიღეს პასუხისმგბელობა. პროგრესი თვალნათელია, მაგრამ მას სჭირდება მუშაობა. საჭიროა ხანგრძლივი, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა. ილია ჭავჭავიძის სიტყვებს გაგახსენებთ „ოთარაანთ ქვრივიდან“, რომ პატიოსანი დედაკაცი 9 თვეში შობს ბავშვს, ანუ 7 თვიანი არავის არ უნდა.არც 6-5 თვიანი. ყველა მიზანს სჭირდება თავისი დრო. ჩვენ ვართ იმ პროცესში, როცა აუცილებლად მივალთ ნატოს-თან“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. კითხვაზე, რომ სწორედ ამ პროცესის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომ შესაბამის ზომებს მიიღებს, ზაქარეიშვილმა ასე უპასუხა: "როგორც ჩანს, თქვენთვის ლავროვის სიტყვებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საქართველოს მთავრობისას. ამიტომ თქვენ უსმინეთ ლავროვს და ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც საჭიროდ ჩავთვლით.რაც ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, 2-მა წელმა დაადასტურა, რომ ჩვენ არ ვართ ვანტიურისტი მთავრობა, პროვოკაციებზე არ ვეგებით, შეცდომებს არ ვუშვებთ, რომელსაც შემდეგ რუსეთი იყენებს. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთი ასეთი აგრესიული არასდროს ყოფილა. 2008 წელი ვერ დაინახა ვერავინ და ახლა ყველა ხედავს რუსეთს რუსეთი სცდილობს საქართველო უამრავ სხვადასხვა პროვოკაციებში, ჩაითრიოს თავის საქმიანობაში, ჩვენ ამას თავიდან ვიცილებთ.ვერ აიცილეა ეს ვერც გამსახურდიამ, ვერც შევარდნაძემ და ვერც სააკაშვილმა",-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)