02:24 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 13:19:20, 410 ნახვა

პოლიტიკა
ბარამიძე: მთავრობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რათა საქართველო ამ ცუდ ამბავში გარეული არ აღმოჩნდეს

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, საქართველოს არ აწყობს ომი და არეულობა, არც საკუთარ ტერიტორიაზე  და არც რეგიონში.

როგორც  ბარამიძემ მთიან ყარაბაღში განვითარებული მოველენების შეფასებისას ჟურნალისტებს  განუცხადა, მოცემულ სიტუაციაში საქართველოს მთავრობამ ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ ამ არეულობაში გარეული არ აღმოჩნდეს.

„უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ საქართველოს უნდა მშვიდობა, საქართველოს არ აწყობს ომი, შფოთი და არეულობა, არა მარტო თავის ტერიტორიაზე არამედ მთელ რეგიონში  და ჩვენ არ ვართ დაინტერესებული რაიმე ესკალაციით. თუ ვინმეს აწყობს გლობალურად ომი და შფოთი ეს არის  რუსეთი, რომელიც ცდილობს  თავისი მნიშვნელობა აჩვენოს მთელ მსოფლიოს, რომ მეც რაღაცას  წარმოვადგენ.

თუ გინდათ, რომ მსოფლიოში რაღაც პრობლემები მოგვარდეს, იქნება სირია, უკარაინა და ახლა სამხრეთ კავკასია დამელეპარაკეთ მე, როგორც თანასწორუფლებიან პარტნიორს. ეს სჭირდება იმიტომ, რომ რუსეთი სულ უფრო და უფრო გამარგინალიზებულია,  გაწეულია გვერდზე, სანქციები აქვს დაწესებული და ახლა რაღაცნაირად ცდილობს თავისი მნიშვნელობა აჩვენოს. 

ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, სტაბილურობა. ძალიან  დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საქართველოს მთავრობამ იმისათვის, რომ არანაირად არ აღმოჩნდეს ამ ძალიან ცუდ ამბავში გარეული, რომლიც რუსეთის ინტერესებშია“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics