|
2016-04-04 12:52:07, 3941 ნახვა
კულტურა
რობი უილიამსის კონცერტი 27 მაისს დინამო არენაზე გაიმართება
ჯგუფი GROOVESONIX-ის წევრები რობი უილიამსის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაციას ტვიტერის მიკრო-ბლოგში ავრცელებენ. მათ მიერ გამოქვეყნებული ტვიტის თანახმად, რობი უილიამსის კონცერტი თბილისში 27 მაისს, დინამო-არენაზე გაიმართება. "გატყობინებთ, რომ ჩვენ ვიქნებით რობი უილიამსის მუსიკალური მხარდაჭერები თბილისის კონცერტზე, რომელიც 27 მაისს, დინამო-არენაზე გაიმართება", - წერია ჯგუფის ტვიტერის გვერდზე. 42 წლის ბრიტანელმა შემსრულებელმა რობი უილიამსმა მუსილაური კარიერა ჯგუფ TAKE THAT-ში დაიწყო. 1990-1995 შემდეგ კი, 2009-2012 წლებში სწორედ ამ ჯგუფის წევრი იყო. მან თავდაპირველად ჯგუფი კოლექტივთან უთანხმოების გამო დატოვა. მისი პირველი სოლო ალბომის ყველა სინგლი მოხვდა ბრიტანული ჩარტის პირველ პოზიციაზე. მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია რობის 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი, რისი მეშვეობითაც იგი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად შემსრულებლად იქცა. 2006 წელს მან ტურნეს CLOSE ENCOUNTERS TOUR 1.6 მილიონი ბილეთი ერთ დღეში გაყიდა და ამით ის გინესის რეკორდსმენი გახდა. რობი უილიამსი 17 Brit-ის, რვა გერმანული ECHO-ს და MTV ევროპის მუსიკალური 3 ჯილდოს მფლობელია. 2004 წელს ის ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზში, როგორც "1990-იანების უდიდესი შემსრულებელი“ შეიყვანეს. ბრიტანეთის ხმისჩამწერი ინდუსტრიის თანახმად, ქვეყანაში რობის, როგორც სოლო შემსრულებელს, გაყიდული აქვს 20 მილიონამდე ალბომი და 6 მილიონამდე სინგლი.
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)