|
2016-04-02 10:58:51, 785 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი ქვემო საქსონიის ფედერალური მიწის შს მინისტრს შეხვდა
გერმანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ქალაქ ჰანოვერში ქვემო საქსონიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა და სპორტის მინისტრ ბორის პისტორიუსს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ ხაზგასმით პოზიტიურად შეაფასა ის ურთიერთობები, რომელიც ქვემო საქსონიის ფედერალური მიწისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრებს შორის არსებობს, მათ შორის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, არალეგალური მიგრაციისა და რეადმისიის კუთხით. როგორც ბორის პისტორიუსმა აღნიშნა, გერმანელი და ქართველი სამართალდამცველები ოპერატიულად და წარმატებით თანამშრომლობენ. „ჩვენი ურთიერთობები ნამდვილად სამაგალითოა. თითზე ჩამოსათვლელია იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთანაც ასე ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ. ინფორმაციის გაცვლა და ყველა საჭირო პროცედურა უმოკლეს ვადებში ხორციელდება. მართალია, ქართველების მიერ ჩვენს მიწაზე ჩადენილი დანაშაული სხვა ქვეყნების მოქალაქეების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან შედარებით მცირეა, მაგრამ ეს მაინც პრობლემაა, რომელსაც ერთობლივად უნდა ვებრძოლოთ. საქართველოს შს მინისტრის დამოკიდებულებამ, მისმა სიმტკიცემ და სწრაფვამ თანამშრომლობის გაღრმავებისკენ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. ეს ნათლად ადასტურებს, რომ წარმატებისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდეს“,- განაცხადა ქვემო საქსონიის ფედერალური მიწის შს მინისტრმა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ქართულ-გერმანული რეადმისიის პრაქტიკა, ასევე, ორი ქვეყნის მკაფიო პოზიცია ე.წ. „თავშესაფრის მაძიებლებთან“ მიმართებაში, მნიშვნელოვანი გზავნილია მათთვის, ვინც გერმანიაში არაკეთილსინდისიერი მიზნებით ჩადის. „საქართველოს მოქალაქეების მიერ გერმანიაში ჩადენილი დანაშაული არა მხოლოდ თქვენი, არამედ ჩვენი პრობლემაცაა. ესაა გამოწვევაა, რომელიც დიდ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის სახელსა და იმიჯს. საჭიროა, შევაჯეროთ რეალური ინფორმაცია და გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები. კონკრეტული შედეგების მისაღწევად კი აუცილებელია საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება - ინტერპოლის, ევროპოლის, პოლიციის ატაშეების, მრავალმხრივი თუ ორმხრივი ურთიერთობების და პირადი კონტაქტების მეშვეობით“, - აღნიშნა საქართველოს შს მინისტრმა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებსა და კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზე იმსჯელეს. გიორგი მღებრიშვილმა ბორის პისტორიუსი საპასუხო ვიზიტით საქართველოში მიიწვია.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)