19:31 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-02 10:59:33, 2185 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები

აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები. რეზოლუციის ავტორი დემოკრატი სენატორი ბრაიან შატციაა, რომელიც თვლის, რომ იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც მედიის წარმომადგენლებს მსოფლიო მასშტაბით ემუქრებათ.

როგორც რეზოლუციაში წერია: ყველა უნდა იყოს ინფორმირებული. ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კი იმ 300 ჟურნალისტს შორისაა, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში დააპატიმრეს, მათ შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნიკოლაი ნოვაკი და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი აზერბაიჯანში ფარიდე მეჰრალიზადა.

 "რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სასიცოცხლო როლს, რომელსაც თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ასრულებს დემოკრატიის განმტკიცებაში, ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობასა და საზოგადოების ინფორმირებულობაში; ასევე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრესის თავისუფლება არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პრიორიტეტი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კეთილსინდისიერი მმართველობის მხარდაჭერის საქმეში, 2026 წლის 3 მაისს „პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის“ აღნიშვნასთან დაკავშირებით." - წერია დოკუმენტში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics