|
2026-05-01 16:24:13, 2923 ნახვა
პოლიტიკა
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს. დიპლომატიური სკანდალი მას შემდეგ გამწვავდა, რაც 30 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სომხეთის შესახებ, რომელიც მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ პუნქტებსაც შეიცავდა. ამას დღეს, 1 მაისს, აზერბაიჯანის პარლამენტის მხრიდან ევროპარლამენტთან ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ კენჭისყრა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან კი აზერბაიჯანში ევროკავშირის ელჩის, მარიანა კუიუნჯიჩის დაბარება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუციის უდიდესი ნაწილი „სომხეთში დემოკრატიული მდგრადობის მხარდაჭერას“ ეხებოდა, აზერბაიჯანისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის პუნქტები იმ ყარაბაღელი სომხების დაბრუნების უფლების შესახებ, რომლებსაც 2023 წელს რეგიონის დატოვება მასობრივად მოუწიათ; ასევე ის პუნქტები, რომლებითაც მოთხოვნილი იყო აზერბაიჯანში დაკავებული სომეხი ტყვეების გათავისუფლება. რეზოლუციის ტექსტში ვკითხულობთ:
ეს პუნქტი ეხებოდა მთიანი ყარაბაღის მთელ სომხურ მოსახლეობას – დაახლოებით 100 000 ადამიანს, რომლებმაც რეგიონი 2023 წელს აზერბაიჯანის შეტევის შემდეგ დატოვეს. რეზოლუციაში ასევე წერია:
აზერბაიჯანში ამჟამად 19 ყარაბაღელი სომეხია დაკავებული. ზოგიერთი მათგანის სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება, სხვებს კი ახლახან ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯათ ომის დანაშაულებისა და სხვა მსგავსი ბრალდებების საფუძველზე. რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს, ასევე თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებს და მხარს უჭერს სომხეთსა და ევროკავშირს შორის მზარდ კავშირებს. ზემოთ ხსენებული ორი პუნქტის გამო, აზერბაიჯანის პარლამენტმა უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ „ევროპარლამენტის საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, ასევე სამართლიანობის კონცეფციის გადამწყვეტი უარყოფა“.
განცხადებაში აზერბაიჯანული საკანონმდებლო ორგანო ასევე ამტკიცებს, რომ „ევროპარლამენტში, სადაც დემოკრატიული ღირებულებები ჩამოიშალა, კორუფციამ და მექრთამეობამ ღრმად გაიდგა ფესვები. ის ლობისტურ ჯგუფებსა და სხვადასხვა ინტერესთა წრეებს ემსახურება და გადაიქცა სტრუქტურად, სადაც მუდმივად ვლინდება აზერბაიჯანოფობიური და ისლამოფობიური აზროვნება“. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, „ყველა მიმართულებით“ შეაჩეროს თანამშრომლობა ევროპარლამენტთან და დაიწყო პროცესი „ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში“ აზერბაიჯანის პარლამენტის წევრობის შესაწყვეტად. ამავდროულად, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ევროკავშირის ელჩი კუიუნჯიჩი და განუცხადა, რომ ქვეყანა გმობს აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული „უსაფუძვლო და მიკერძოებული დებულებებს“. სამინისტროში ელჩს ასევე „საპროტესტო ნოტა“ გადასცეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „სომეხმა მცხოვრებლებმა რეგიონი ნებაყოფლობით დატოვეს“. სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)