|
2026-04-24 19:16:44, 2773 ნახვა
ეკონომიკა
ლევან გომშიაშვილმა Fintech in Focus 2026-ზე საქართველოს ბანკის მიღწევები გააზიარა
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან გომშიაშვილმა, ლონდონში გამართულ საერთაშორისო ფორუმში, Fintech in Focus 2026 მიიღო მონაწილეობა, სადაც მან ინვესტორებსა და ინდუსტრიის ლიდერებს Lion Finance Group- ის, როგორც ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საბანკო ჯგუფის განვითარებისა და კაპიტალის ბაზარზე მიღწეული წარმატების ისტორია გაუზიარა. ღონისძიებას ლონდონის საფონდო ბირჟამ უმასპინძლა და ერთ სივრცეში გლობალური ფინანსური სექტორის წარმომადგენლები - ფინტექ კომპანიების დამფუძნებლები, ინვესტორები და ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელები გააერთიანა. ღონისძიების ფარგლებში ლევან გომშიაშვილი მონაწილეობდა პანელურ დისკუსიაში თემაზე: "რას ეძებენ საჯარო ბაზრების ინვესტორები ფინტექ სივრცეში?", სადაც მან, წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, ტექნოლოგიური საბანკო მომსახურების განვითარებასა და ინვესტორთა მოლოდინებზე იმსჯელა. დისკუსიის ფარგლებში ლევან გომშიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ბანკის მოდელი ერთდროულად აერთიანებს როგორც ტრადიციული ბანკის, ისე ფინტექ კომპანიის მახასიათებლებს, რაც, საბოლოო ჯამში, მომხმარებელზე ორიენტირებული, სწრაფი და ეფექტიანი სერვისების დანერგგვას უზრუნველყოფს. "ჩვენი მიდგომა ეფუძნება ძლიერი საბანკო ინფრასტრუქტურისა და ციფრული ინოვაციის ერთობლიობას, ეს კომბინაცია კი გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ინვესტორებისთვის. Fintech in Focus 2026-ზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ჩვენი 20-წლიანი წარმატებული საქმიანობისა და FTSE 100-ში გაწევრიანების შესახებ ვისაუბრე. ამგვარი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს სივრცეს, აქტიურად ვიყოთ ჩართული გლობალურ დისკუსიებში, გავაძლიეროთ კომუნიკაცია საერთაშორისო ინვესტორებთან და კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ როგორც საქართველოს ბანკის ტექნოლოგიური
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)