|
2016-04-01 13:41:08, 504 ნახვა
საზოგადოება
მერიაში ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტების, პროგრამებისა და პროცედურების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის მერიაში ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტების, პროგრამებისა და პროცედურების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე. ასევე, მერიის საქალაქო სამსახურებისა და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები. მათივე ინფორმაციით, პრეზენტაცია მიზნად ისახავს მერიის თანამშრომლებისთვის აღნიშნული დახმარებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ევროკავშირთან არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და მერიის თანამონაწილეობის გაზრდას ევროკავშირის პროგრამებსა და პროექტებში. „მისასალმებელია, რომ თბილისის მერიისთვის გაკეთდა აღნიშნული პრეზენტაცია. ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ინსტრუმენტებს გვთავაზობს. მათ კიდევ უფრო აქტიურად გამოვიყენებთ მომავალში, ვინაიდან გვეცოდინება ყველა ის ინსტრუმენტი და ბერკეტი, რითიც შევძლებთ დამატებითი მხარდაჭერა მივიღოთ ევროკავშირისგან. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ცალკეულ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტებთან. აღნიშნული პრეზენტაცია დაგვეხმარება კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა და მათგან მეტი მხარდაჭერა მივიღოთ იმ რეფორმების პროცესში, რასაც ვახორციელებთ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალური მომსახურების მიწოდების სფეროებში“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. პრეზენტაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გაიმართა.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)