|
2026-04-05 20:00:56, 9376 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
კვირას დონალდ ტრამპმა ირანის მთავრობის მიმართ მუქარა გაიმეორა და სოციალურ მედია პლატფორმა TruthSocial-ზე დაჰპირდა, რომ თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეს არ გახსნის, აშშ სამშაბათიდან ხიდებისა და ელექტროსადგურების დაბომბვას დაიწყებს. „სამშაბათი ირანში როგორც ელექტროსადგურის, ასევე ხიდების დღე იქნება. აქამდე არასდროს მინახავს მსგავსი რამ!!! გახსენით სრუტე, შეშლილებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ“, - წერს ამერიკელი ლიდერი. ტრამპი ორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ცდილობს, რომელიც ირანზე ისრაელისა და აშშ-ს თავდასხმების შემდეგ შეფერხდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე შეახსენა ირანს, რომ ირანისთვის მიცემული ვადა მალე იწურება და აღნიშნა, რომ თეირანს დაახლოებით 48 საათი დარჩა. „გახსოვთ, ირანს 10 დღე მივეცი შეთანხმების დასადებად ან ჰორმუზის სრუტის გასახსნელად? დრო წიკწიკებს; მხოლოდ 48 საათი დარჩა, სანამ ჯოჯოხეთი ატყდება“, - წერს თეთრი სახლის ხელმძღვანელი ადრე გამოქვეყნებულ პოსტში. ჰორმუზის სრუტე, რომელიც სპარსეთისა და ომანის ყურეებს შორის მდებარეობს, ენერგოტრანსპორტირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დერეფანია. ირანმა ეს გასასვლელი აშშ-სა და ისრაელს შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დახურა. სრუტეში გემების გადაზიდვის შეჩერებამ გლობალური ბაზრები შეარყია, რამაც ენერგომატარებლების ფასების მკვეთრი ზრდა და მიწოდების დეფიციტის შიში გაამძაფრა. ჰორმუზი ასევე ევროპისკენ მიმართული სასუქების გადაზიდვის მთავარი მარშრუტია. გაეროს მონაცემებით, ნავთობისა და გაზის გარდა, გლობალური სასუქების ექსპორტის დაახლოებით 13 პროცენტი სრუტეზე გადის. ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა დასავლელი პარტნიორები საზღვაო ძალების მიერ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ მის მოწოდებაზე უპასუხობის გამო და ამ კვირაში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა კიდეც, რომ აშშ-ს ნატოდან გაყვანას განიხილავს.
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)