05:24 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-30 12:49:32, 1292 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი “ოცნებამ“ ინსტიტუციურად მოკლა

ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა, - ამის შესახებ “დროას“ დაპატიმრებული ლიდერის, ელენე ხოშტარიას ციხიდან გამოგზავნილ წერილშია საუბარი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალიანსს მოუწოდებს, “ნატოსთან კომუნიკაცია ახლავე დაიწყონ ალტერნატიული ხედვის გასამყარებლად.“

ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა. წლები დასჭირდა ,,ასპირანტის“ სტატუსის მოპოვებას და საქართველოს პოტენციურ წევრად რეალურად აღქმას, რაც 2012 წლისთვის უკვე დოკუმენტურად იყო აღბეჭდილი. მხოლოდ ინერციაც კი იყო საკმარისი, რომ არ ჩამოშლილიყო. 
დღევანდელი ანგარიში ასახავს ამ ჩამოშლას.
პარტნიორული ურთიერთობები, მათ შორის თავდაცვის სფეროში, ნატოს 90-იანი წლების მერე, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცესთან ჰქონდა;  PFP - Partnership For Pace ერქვა. 
ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც ჰქონდათ და აქვთ პარტნიორობა.
საქართველომ გადაინაცვლა 90-იანების ნიშნულზე, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ (8 წელი ვმუშაობდი ამაზე) ხელისუფლების ცვლილებების და ევროპული ინტეგრაციის პირობებში, სრულად ავინაზღაურებთ დანაკარგს და დავუბრუნდებით გაწევრიანების გზას, მით უმეტეს,  შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური ვიათრების გათვალისწინებით.
ალიანსმა ნატოსთან კომუნიკაცია ახლავე უნდა დავიწყოთ ამ ალტერნატიული ხედვის გასამყარებლად.
ბოლომდე!
რუსთავის ქალთა ციხე, - წერს ხოშტარია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics