|
2026-03-23 20:03:51, 2922 ნახვა
საზოგადოება
მიტროპოლიტი შიო - მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ზეციური მფარველი იქნება, ზეციური ანგელოზი შევიძინეთ ზეციური საქართველოდან
მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ზეციური მფარველი იქნება, ზეციური ანგელოზი შევიძინეთ ზეციური საქართველოდან. – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. მისივე თქმით, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე ზეციური მფარველი იქნება. „ძვირფასო მეუფენო, მამანო, დედანო, ძმებო და დებო, ჩვენ ვდგავართ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის საფლავთან. არ ვგეგმავდით სიტყვის წარმოთქმას, მაგრამ მაინც საჭიროა, რამდენიმე სიტყვას ითქვას. იმდენად დიდი სიყვარული დატოვა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ჩვენს გულებში, იმდენად მრავლისმომცველი ღვაწლი მოიღვაწა, რომელიც ერთი ადამიანისთვის შეუძლებელი, წარმოუდგენელია. ეს საქმეები მრავალ პატრიარქს ეყოფოდა თავის სიცოცხლეში განსადიდებლად და პირნათელი რომ ყოფილიყო. უწმინდესმა ამდენი რამ გააკეთა, ამდენი რამ დაგვიტოვა. მისი გარდაცვალების შემდეგ დიდი ტკივილი და დარდიც გვქონდა. მინდა, გავიხსენო პირველი წუთები. ყველას ფიქრი იყო და ახლაც არის, რომ ასეთი მამის წასვლის შემდეგ, როგორ შეიძლება, გავაგრძელოთ ჩვენი ეკლესიური ცხოვრება. იმდენად მასშტაბური, ყოვლისმომცველი იყო, რომ პირველი იყო ეს აზრი, როგორ შევძლებთ ამას ყველანი ერთად. წმინდა, მართალი და სულიერი ადამიანი როდესაც გარდაიცვლება, გლოვასთან ერთად, ამას აუცილებლად ახლავს ღვთის მადლი და ნუგეშიც, საღვთო სიხარულიც და ძალის გამოვლინება. რა იქნება ეს გამოვლინება? პირველივე დღეს სასწაული ვიხილეთ, მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობისთვის თაყვანისცემის, თანაგრძნობის გამოსახატად, გლოვისთვის. ეს იყო და არის დიდი გამარჯვება სულისა და ღვთის სიყვარულისა ჩვენს ერში, ჩვენს ხალხში. შეიძლება ვიფიქროთ და ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი ნუგეში. დავინახეთ, რომ მისი უწმინდესობა როგორც იღვწოდა თავისი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ერის მოსაქცევად, გასაერთიანებლად, გადასარჩენად, გარდაცვალების შემდეგაც ამას განაგრძობს. განაგრძობს ერის მოქცევას, ქადაგებას, ჩვენს გაერთიანებას. კიდევ მეტადაც იგრძნობა ჩვენში ერთმანეთისადმი და ღვთისადმი სიყვარული. ეს არის მთავარი სასწაული და ნუგეში. ალბათ მთავარი რამ, რაც მან დაგვიტოვა, არის ცოცხალი სიყვარული, ცოცხალი ეკლესია და დიდი სიყვარული ღვთისადმი, ერთმანეთისადმი. ეს გვაძლევს იმედს, რომ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ზეციური მფარველი იქნება, ზეციური ანგელოზი შევიძინეთ ზეციური საქართველოდან. შეგვეწევა, რომ ჩვენი ერი გამთლიანდეს, გადარჩეს, გაძლიერდეს, ჩვენი ეკლესიაც გაძლიერდეს და მისი ლოცვა-კურთხევით განვაგრძოთ ღირსეულად მსახურება“, – განაცხადა მეუფე შიომ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)