|
2026-03-06 21:26:49, 8256 ნახვა
სამართალი
ჟურნალისტებს, რომლებიც აქციას აშუქებდნენ, რეჟიმის შსს გზის გადაკეტვას ედავება
ნეტგაზეთის ჟურნალისტ მარიამ ძიძარიას და ტაბულას ჟურნალისტ მარიამ კუპრავას რეჟიმის შსს რუსთაველის გამზირზე "გზის გადაკეტვას" ედავება. ორივე ჟურნალისტი რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულდება. მარიამ ძიძარიას შემთხვევაში საუბარია 31 იანვარს გამართულ "შაბათის მარშზე", მარიამ კუპრავას შემთხვევაში კი, 7 თებერვლის "შაბათის მარშზე". პროფესიული საქმიანობის შესრულების მიუხედავად მარიამ ძიძარიას და მარიამ კუპრავას შსს-მ მაინც შეუდგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ორივე ჟურნალისტის საქმეზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. ამასთან, დღეს მედიაჩექერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დავით მაკარაძემ ასევე ანიხილა ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილის საქმე, რომელსაც შსს 2025 წლის 18 დეკემბერს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის "დაბრკოლების" შექმნას ედავება. მოსამართლემ გიორგი თარხნიშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადადო. 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე ამ მუხლით განხილულ საქმეებზე სასამართლომ მოქალაქეთა ნაწილს სიტყვიერი შენიშვნა მისცა, რამდენიმე მოქალაქეს კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)