|
2026-03-06 17:12:12, 7036 ნახვა
სამართალი
პუბლიკას ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულებს 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ
ონლაინმედია პუბლიკას ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისთვის ბრალდებულებს ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მზია გარშაულაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. საქმე ეხება 8 სექტემბერს კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ ფაქტებს. გამოცემის ცნობით, ლევან ზარდიაშვილმა იძალადა და ტელეფონი წაართვა ჟურნალისტ ქეთო მიქაძეს. ტელეფონი წაართვეს ასევე მათ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, თუმცა ის მოგვიანებით დაიბრუნეს. ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალდება 5 მარტს წარედგინათ. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)