|
2026-02-25 13:10:11, 1233 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე: საქართველო ახლა კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ სახელობით
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, რომ საქართველოში ვითარება სწრაფად უარესდება და ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიში ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე შეფასებებს შეიცავს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, დოკუმენტი მიუთითებს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ სახელობით, ხოლო დემოკრატიული პრიორიტეტების შესრულებაზე რეგრესი ფიქსირდება. იუკნევიჩიანე ასევე ამახვილებს ყურადღებას ანტიევროპულ კამპანიებზე და მიზანმიმართული სანქციების აუცილებლობაზე იმ პირების მიმართ, რომლებიც, მისი შეფასებით, პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი. სამწუხაროდ, საქართველოში ვითარება უარესდება და ეს ძალიან სწრაფად ხდება. ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშში მიჩნეულია, როგორც ყველაზე ცუდი ანგარიში, რომელიც ოდესმე მომზადებულა კანდიდატ ქვეყანასთან დაკავშირებით გაფართოების ისტორიაში. ანგარიში მკაფიოდ ამბობს, რომ საქართველო ახლა კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ სახელობით. ამ ანგარიშში, ჩვენ ყურადღება ახალ მოვლენებზე გავამახვილეთ. ჩვენ ვამბობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ეფექტურად შეცვალა საქართველოს ევროპული გზა. ყველა 9 პრიორიტეტზე შეიმჩნევა რეგრესი, რა პირობითაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებენ, ევროკავშირში ინტეგრაცია სტრატეგიული მიზანია, უმაღლესი თანამდებობის პირები და მთავრობასთან აფილირებული მედია აწარმოებენ სისტემატურ ანტიევროპულ კამპანიას, ავრცელებენ დეზინფორმაციას და კონსპირაციულ ნარატივებს. ანგარიში ხაზს უსვამს, ტარგეტირებული სანქციების მნიშვნელობას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი და სხვა საკვანძო პირები. არ მიკვირს, რომ ვიქტორ ორბანი მხარს უჭერს ამ პრორუსულ მთავრობას. მაგრამ ღრმად ვწუხვარ, რომ სხვა დიდი წევრი სახელმწიფოები ჩაფლავდნენ სანქციები დაეწესებინათ უფრო ადრე. ევროკავშირმა ეს არ გააკეთა, როცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, - განაცხადა ევროდეპუტატმა.
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)