|
2016-03-30 00:21:40, 1393 ნახვა
პოლიტიკა
გია ბერძენაძე: ვეტერანების საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნა არასოდეს მდომებია
"ძალოვან ვეტერანთა და პატროტთა პოლიტიკური მოძრაობის" თავმჯდომარის გია ბერძენაძის განცხადებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა მისი სურვილი არასოდეს ყოფილა. "ექსპრესნიუსის" კითხვაზე - ხომ არ მოიაზრება ირაკლი შიხიაშვილის შემცვლელად, აღნიშნა, რომ აქტიურ პოლიტიკაშია ჩართული და ამ სფეროში სამუშაოდ არასდროს წავა. თუმცა, ბერძენაძის თქმით, ვეტერანების საქმეთა სამსახურს ყოველთვის გვერდში დაუდგება. "მე ვარ იურისტი, ვარ პოლიტიკაში და დეპარტამენტის ხელმძღვანელად წასვლა ჩემი სურვილი არასოდეს ყოფილა. ადრე კი, ერთი სამი წლის წინ, იყო რაღაც შემოთავაზებების დონეზე, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში, არანაირი სურვილი არ მქონია. მითხრეს კონკრეტულმა პირებმა, ხომ არ წახვიდოდი სამუშაოდ ამ სისტემაში და მე კატეგორულად უარი ვთქვი და დღესაც უარზე ვარ და არასოდეს ამ სისტემაში მე სამუშაოდ არ წავალ. 20-30 000 კაციანი პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარე, ინტერპარტიული ჯგუფის წევრი ვარ, ვარ აქტიურ პოლიტიკაში, მთავარი პროკურორის მოადგილე ვიყავი და ვეტერანთა დეპარტამენტში ნამდვილად არ ვაპირებ წასვლას, მაგრამ რაშიც დავჭირდები, ყოველთვის მზად ვარ, გვერდში დავუდგე",- განაცხადა გია ბერძენაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)