|
2026-02-10 11:54:59, 615 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, ამისთვის რამდენიმე წელი დაგვჭირდება
ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი იმ ტემპების გათვალისწინებით, რაც გვაქვს ეკონომიკური ზრდის კუთხით, - ამის შესახებ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტება განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სიღარიბის შემცირებაზე პირველ რიგში გავლენას ახდენს ეკონომიკური ზრდა. „ჩვენ შარშანაც შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. შარშანდელი მონაცემებით 7,5% იყო ეკონომიკური ზრდა და ასეთ პირობებში ბუნებრივია, მცირდება სიღარიბე. თქვენ იცით, რომ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30%, ეს ნიშნავს იმას, რომ მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ახლა ეს მაჩვენებელი 2024 წლის მონაცემებით არის 9,4%. ველოდებით 2025 წლის მაჩვენებელს. ვფიქრობთ, რომ შემცირებული იქნება საერთო კრიტერიუმების მიხედვით სიღარიბის მაჩვენებელი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, რომ ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი იმ ტემპების გათვალისწინებით, რაც გვაქვს ეკონომიკური ზრდის კუთხით", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)