23:28 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-06 16:47:21, 594 ნახვა

პოლიტიკა
ანიტა ჰიპერი: ყოველთვის ვიდგებით ქართველი ხალხის გვერდით, განვიხილავთ ზომებს ხელისუფლების მიმართ

ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა საქართველოს შესახებ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ევროკავშირი „განიხილავს შესაბამის ზომებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ“. მან უპასუხა „ევროსკოპის“ კითხვას „ქართული ოცნების“ მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების დევნის მიზნით კანონმდებლობის კიდევ უფრო დამძიმების შესახებ.

„მე არ ვარ ფსიქოლოგი, მაგრამ ეს გადაბრალებისა და პროექციის კლასიკური ტაქტიკაა. სამწუხაროდ, ზუსტად ეს ხდება ახლა საქართველოში. ჩვენ ვერ ვხედავთ არსებული ვითარების გაუმჯობესების ვერანაირ ნიშანს დემოკრატიის, თავისუფლებისა და იმ ღირებულებების კუთხით, რომლებსაც ევროკავშირი უჭერს მხარს საქართველოში, იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოება თუ სიტყვის თავისუფლება.

რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, როგორც იცით, ჩვენ დავწიეთ პოლიტიკური ურთიერთობების დონე. ასევე, შევაჩერეთ ყოველგვარი პირდაპირი დახმარება საქართველოს ხელისუფლებისთვის და გავაუქმეთ უვიზო მიმოსვლა დიპლომატების, მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. ჩვენი მხრივ, ჩვენ ყოველთვის ვიდგებით ქართველი ხალხის გვერდით და ასევე განვიხილავთ შემდგომ ზომებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ, დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად“. - თქვა ანიტა ჰიპერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics